მარ 26
დღიური
იზოლაციის მე-13 დღე
ჩემი ყოველდღიურობა ჩვეულზე ჩვეული გახდა. დილის 8 საათზე ნახევრად მეღვიძება, იმიტომ, რომ ნიკოლოზს ჰღვიძავს და ზედ გვივლის მე და დათას. ხან საწოლის თავზე ძვრება, ხან ყირაზე დგება, ხან სათამაშოს ითხოვს, რომელიც მოშორებით დევს, ხან სახეზე გვეფერება/გვირტყამს – რა ქნას, შია… ცალ თვალს ვახელ, ოქროსფერ კულულებს ვხედავ და მოღიმარ სახეს, რომელსაც ჩემი რეაქცია უხარია. ვდგები. ბოთლში […]