ოქტ 18
დღეს, დღიური
უგუნურობის დიდი სამდურავი – ანუ ვირუსი ჩვენებურად
ორთვე-ნახევარია ამ საშინელი წლის დასრულებამდე დარჩენილი. ალბათ, ყველაზე რთული პერიოდი – რაც კი გამოგვივლია წინა თვეების განმავლობაში. ჩემ ირგვლივ ხალხი ორ კატეგორიად იყოფა: ან ღელავენ/ზრუნავენ გარკვეულწილად; ან ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ. ეს უკანასკნელნი ძალიან მაღიზიანებს. შეგონების მიუხედავად ყურში არაფერი შესდით და, ბუნებრივია, ტვინამდეც ვერ აღწევს ვერაფერი. ან არ სურთ, გაიგონ ამ ვერაგი დაავადების სიმძიმე, ან ვერ […]