წლისა და 10 თვის ტრიო
ვოდი (მოდი), ვანქანა (მანქანა), thე (მზე), თაიე (მთვარე), გინგინ (წიგნი), დანანა (დენი, სინათლე), ვეი – პუი (ყველი და პური), ბატატა (ფეხსაცმელი), ცხოველების სახელები, ფერები, ქაფოქიქი (კარტოფილი)…
ვოდი (მოდი), ვანქანა (მანქანა), thე (მზე), თაიე (მთვარე), გინგინ (წიგნი), დანანა (დენი, სინათლე), ვეი – პუი (ყველი და პური), ბატატა (ფეხსაცმელი), ცხოველების სახელები, ფერები, ქაფოქიქი (კარტოფილი)…
ჩემი ყოველდღიურობა ჩვეულზე ჩვეული გახდა. დილის 8 საათზე ნახევრად მეღვიძება, იმიტომ, რომ ნიკოლოზს ჰღვიძავს და ზედ გვივლის მე და დათას. ხან საწოლის თავზე ძვრება, ხან ყირაზე დგება, ხან სათამაშოს ითხოვს, რომელიც მოშორებით დევს, ხან სახეზე გვეფერება/გვირტყამს – რა ქნას, შია… ცალ თვალს ვახელ, ოქროსფერ კულულებს ვხედავ და მოღიმარ სახეს, რომელსაც ჩემი რეაქცია უხარია. ვდგები. ბოთლში […]
შარშან, „აკვანთან“ დაბმულს, ჰორმონებაშლილსა და მუცელში ყრუ ტკივილის მქონეს, მეგონა, რომ ყველაზე მოსაწყენი ახალი წელი მქონდა – მიუხედავად ნიკოლოზის ამქვეყნად მოვნილებისა. წელსაც არ აკლებს მოწყენილობა – სურდოთი გაბრუებული ვწერ ამ დღის ამბავს და თან შიში მიპყრობს, ისევ არ აეწიოს სიცხე ნიკოლოზს. ამავდროულად, იმაზე ვდარდობ, ნეტა მოუსწრებს 12 საათს დათა სახლში, რომ ვუყურებდე მაინც ახალი წლის […]
ორშაბათი თენდება უკვე. ექვსი ორშაბათიღა დარჩა და 2019 წელიც აიკრავს გუდა-ნაბადს. ასე სწრაფად, მგონი, არცერთი წელი არ გასულა. ამ ექვს კვირაში ბევრი რაღაცის მოსწრება გვინდა მე და დათას. მოქსოვილ ნაწილს რომ დაშლი, დაკლანილ ძაფს გაასწორებ და ხელახლა შეუდგები ქსოვას იმავე მასალით, დაახლოებით ეგეთი ერთი წელი გვაქვს. სანამ 2020 დადგება (საოცრად მომწონს ეს წელი, ბევრი სიახლე […]
შემოდგომის პირველი დღეა. უკვე აგრილდა კიდეც. სამივეზე მეტად მიყვარს ეს სეზონი, ყველაზე შემოქმედებითი და ბედნიერი ვარ ამ დროს, სხეულის ყველა უჯრედით ვგრძნობ სიხარულს, სიყვარულსა და ვეებერთელა ენერგიას. დათასაც უყვარს ეს პერიოდი. ასოციაციებითაც ზუსტად ერთნაირი დამოკიდებულება გვქონია ხუთი წლის წინაც და ახლაც ასე ვართ – წუხელ, 12–ზე ჩვენი ახალი წელი დაიწყო. შეიძლება, გასაკვირია, რა უნდა მოიაზრებოდეს […]
მგონია, რომ ფსიქოლოგიური აუღელვებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. მგონია, რომ ზოგჯერ მარტივი და ეფექტური გამოსავალი მთელი ცხოვრების სიმშვიდის საწინდარი შეიძლება გახდეს.
გვიანი საღამო. სახლში დაღლილი ბრუნდები. დათაც სამსახურშია, გამთენიისას მოვა. საწოლზე წვები და გვერდიდან საოცარი სურნელი იფრქვევა – სძინავს მწყერჩიტას. განვლილ დღეზე ფიქრობ. ბავშვთა დღეს პირველად რომ შეხვდა ნიკოლოზი, მაგაზე. შარშან ამ დროს არაფერს რომ წარმოადგენდა და დღეს თავისი პოზიციები რომ აქვს რიგ შემთხვევაში, მაგაზეც რომ ფიქრდები… მერე გახსენდება, დღეს რა მოიმოქმედა – თავად რომ “ისადილა”, […]
18 მაისს 2 წელი გავიდა, რაც მე და დათამ თანაცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯები გადავდგით. ისე, საოცრად ბევრი ღირსშესანიშნავი თარიღი გვაქვს – 15 სექტემბერი, 18 მაისი, 2 ივნისი, 5 ივნისი, 4 ნოემბერი, 24 დეკემბერი… ერთ დღესაც აუცილებლად მოგიყვებით ჩვენს ძველ ისტორიებს – დაწვრილებით. თუმცა მანამდე ნიკოლოზის ამბები უნდა დავასრულო და საგულდაგულოდ შემოვინახო. I ნაწილი II ნაწილი იმდღეს […]
ფეისბუქის სქროლვისას ურუშას გაზიარებულ მუსიკას რომ წააწყდები და მიხვდები, რომ ბლოგზე წერას მოუხდება – ეგ ემოცია მოიტანა ამ მელოდიამ. ამასობაში, ნიკოლოზის ამბებს გავაგრძელებ… I ნაწილი იხილეთ აქ. 24 დეკემბერი, 11:25 წუთი, გაურკვევლობა. ბედნიერება. ხშირი სუნთქვა. ვეღარც ვგრძნობდი, რას მიკეთებდნენ მუცელზე. ყურებში პაწაწინა კნუტის ხმასავით ჩამესმოდა ვიღაცის კნავილი. ამნეზიამ რომ შემომიტიოს, ალბათ, ეგ ხმა მაინც ყოველთვის […]
ავდექი, გვერდით მოვიდგი ცივი ყავა და თქვენთან საჭორაოდ შემოვედი. კომპიუტერთან ყოფნა თავისუფალ დროს, მაშინ, როცა ნიკოლოზს სძინავს, განტვირთვის კარგი საშუალებაა.