შინ ყოფნა ცუდი არ არის

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე სახლში ყოფნა ისე მომნატრებია, გასაძლებად ნამდვილად არ მაქვს საქმე. გარეთ ბოლოს 13 მარტს ვიყავი, ზუსტად ერთი კვირის წინ, მაგრამ ჯერ ეს „კარჩაკეტილობა“ არ მომბეზრებია. შეიძლება, იმიტომ, რომ…

პარასკევი დაღამდა. უმრავლესობა ჩვენგანი ახლა მეგობრებთან/შეყვარებულებთან/ქმრებთან/ცოლებთან ერთად უნდა ვატარებდეთ დროს სხვადასხვა ადგილას. რას ვაკეთებთ ახლა? – სახლში ვართ, რაც ამ მოცემულობისთვის ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე სახლში ყოფნა ისე მომნატრებია, გასაძლებად ნამდვილად არ მაქვს საქმე. გარეთ ბოლოს 13 მარტს ვიყავი, ზუსტად ერთი კვირის წინ, მაგრამ ჯერ ეს „კარჩაკეტილობა“ არ მომბეზრებია. შეიძლება, იმიტომ, რომ სამუშაოსა და ნიკოლოზის ტანდემს იმდენად მალე გაჰყავს დრო, ძალიან სწრაფად თენდება და ღამდება.

დათა გაციებული იყო. სამი დღეა, ნიკოლოზთან არ ჰქონია ურთიერთობა. საპირფარეშოსკენ მიმავალი მამამისი დღეს ფაქტზე დაიჭირა პატარა დიქტატორმა და მამა-შვილის ხვალ დაგეგმილმა შეხვედრამ ერთი დღით გადმოინაცვლა :)) ორივე უბედნერესი იყო!

…მართალია, მსოფლიო თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული, მაგრამ, ამასობაში, დედამიწა ჩვენგან ისვენებს. ირგვლივ სუფთა ჰაერია, გამონაბოლქვმა იკლო, მდინარეები მეტად დაბინძურებას გადაურჩა, ტყე – ხანძრებს, სამყაროც შედარებით უკეთესი გახდა, ერთმანეთის მოფრთხილება და მზრუნველობა ვისწავლეთ, წიგნების უფასოდ კითხვა შეგვიძლია, კაზინოები დაიკეტა, მეგობრების მოსაკითხად შედარებით მოვიცალეთ, ზოგმა კულინარიას მიჰყო ხელი და შვილები გაახარა, ზოგმა – დედ-მამისა და ბებია-პაპების მოკითხვა დაიწყო, მშობლები შვილებს აღარ აღვიძებენ უთენია, 7-8 საათზე, ადექი, ჩაიცვი, სკოლაში გაგვიანდებაო, უფროსი თაობა ციფრულ სამყაროსაც კიდევ უფრო დაუმეგობრდა (მშვენიერი მიღწევაა!) და ა.შ. და ა.შ. შეიძლება, სტრესი ცოტახანს გაგვყვეს (დავაფიქსირე, რომ ფილმებში (გადა)კოცნის სცენებზე ვიძაბები), მაგრამ ესეც გაივლის <3

ჩემი დღევანდელი დღე წუხელვე ნაყოფიერად დაიწყო – მე და დათამ ერთ ძალიან კარგ ფილმს ვუყურეთ: „ჩანაცვლება/ Detachment“ – მგონია, რომ ყველა, აბსოლუტურად ყვეელა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ნანახი!

შუადღით თითოეულ მოსწავლეს შევუმოწმე გამოგზავნილი დავალება და ახალი სამუშაო გავუგზავნე; გასასწორებელი ტექსტების ნაწილი დავარედაქტირე; მასწავლებლებს სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის მორიგი პრაქტიკული სამუშაო მივეცი; ორიოდე ახალი პროფესიული სტატია წავიკითხე; შუადღით მეძინა; დათას საჭმელი მოვუმზადე; ნიკოლოზის ამბებს აღარ ჩამოვყვები; ყავა დავფქვი და მთელი საღამო არომატული, ახალდაფქული ყავის სურნელებამ შემიქმნა განწყობა; წეღან Google Drive-დან 1000+-ფაილიანი საქაღალდე ჩამოვტვირთე და ხვალ უნდა გავქექო.

ახლა ავდგები და მშვიდად გავუყვები გზას სიზმრებსაკენ.

ჰო, მართლა, მეგობრები რომ ქრომოსომებს არ ითვლიან, არც ეგ დაგავიწყდეთ!

Previous post გამარჯობა, მე კინოფობი ვარ
Next post იზოლაციის მე-13 დღე