დილის პოსტი რაღაცებზე
არის რაღაცები, რაც არასდროს იცვლება. მაგალითად, ის, რომ სუსხშეპარული ზაფხული ყველაზე მეტად მაბედნიერებს. ეს პერიოდი დათას გაცნობის სეზონს უახლოვდება. აი, იმ სეზონს, ჩვენთვის რომ ახალი წელია და ყოველ წელს სექტემბრიდან ვიწყებთ ათვლას. არ იცვლება ის, რომ ამ პერიოდში წიგნის კითხვა ყველაზე მეტად მიყვარს, არავინ მაჩქარებს, მეც არსად მეჩქარება. სიმშვიდის, დასვენებისა და გონების განახლების დრო დამიდგება […]
მე დავბრუნდი!
არ ვიცი, ხალხმა შენიშნა თუ არა, მაგრამ რამდენიმე თვეა, გავქრი. ამ ზაფხულს, როცა ჰოსტინგს პრობლემები შეექმნა და ბლოგის დაკარგვის საშიშროება დადგა, არც კი ვიცოდი, რა შეგრძნება მქონოდა. დიდი ხნის განმავლობაში არაფერი დამეწერა, ვერც აზრებს ვუყრიდი თავს, სიახლის მეტი რა იყო, მაგრამ უბრალოდ ვეღარ ვწერდი. მეორე მხარეს იდგა ნოსტალგია, ამდენწლიანი მოგონებების გაქრობის ნოსტალგია, რომელთა გადარჩენის შესაძლებლობა […]