არის რაღაცები, რაც არასდროს იცვლება. მაგალითად, ის, რომ სუსხშეპარული ზაფხული ყველაზე მეტად მაბედნიერებს. ეს პერიოდი დათას გაცნობის სეზონს უახლოვდება. აი, იმ სეზონს, ჩვენთვის რომ ახალი წელია და ყოველ წელს სექტემბრიდან...
მგონია, რომ ფსიქოლოგიური აუღელვებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. მგონია, რომ ზოგჯერ მარტივი და ეფექტური გამოსავალი მთელი ცხოვრების სიმშვიდის საწინდარი შეიძლება გახდეს.
გვიანი საღამო. სახლში დაღლილი ბრუნდები. დათაც სამსახურშია, გამთენიისას მოვა. საწოლზე წვები და გვერდიდან საოცარი სურნელი იფრქვევა - სძინავს მწყერჩიტას. განვლილ დღეზე ფიქრობ. ბავშვთა დღეს პირველად რომ შეხვდა ნიკოლოზი, მაგაზე. შარშან...
18 მაისს 2 წელი გავიდა, რაც მე და დათამ თანაცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯები გადავდგით. ისე, საოცრად ბევრი ღირსშესანიშნავი თარიღი გვაქვს - 15 სექტემბერი, 18 მაისი, 2 ივნისი, 5 ივნისი, 4 ნოემბერი,...
ფეისბუქის სქროლვისას ურუშას გაზიარებულ მუსიკას რომ წააწყდები და მიხვდები, რომ ბლოგზე წერას მოუხდება - ეგ ემოცია მოიტანა ამ მელოდიამ. ამასობაში, ნიკოლოზის ამბებს გავაგრძელებ... I ნაწილი იხილეთ აქ. 24 დეკემბერი, 11:25...
ავდექი, გვერდით მოვიდგი ცივი ყავა და თქვენთან საჭორაოდ შემოვედი. კომპიუტერთან ყოფნა თავისუფალ დროს, მაშინ, როცა ნიკოლოზს სძინავს, განტვირთვის კარგი საშუალებაა.
10 იანვარი დაიწყება მალე. დღე, რომელიც 365 დღეში, ფაქტობრივად, ყველაზე მეტად მიყვარს. დღე, როდესაც შენ დაიბადე. ისე გავიდა იანვრის ეს ათი დღე, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარით - ისე მოგვეპარა შენი...
მოლოდინი და მღელვარება იმატებს. 20 დეკემბერიც მიილია. ჩვენს შეხვედრამდე საათების დათვლაც კი შეიძლება უკვე. ვატყობ, რომ სარკეებში ფოტოების გადაღებას მოვუხშირე. არადა, დიდად არასდროს მხიბლავდა. უბრალოდ მინდა, რომ ბევრი კადრი შემოვინახო...
არ ვიცი, ხალხმა შენიშნა თუ არა, მაგრამ რამდენიმე თვეა, გავქრი. ამ ზაფხულს, როცა ჰოსტინგს პრობლემები შეექმნა და ბლოგის დაკარგვის საშიშროება დადგა, არც კი ვიცოდი, რა შეგრძნება მქონოდა. დიდი ხნის განმავლობაში...