5 წლის წინ და 5 წლის შემდეგ
ძალიან ხშირად მინატრია, ისევ ის დრო იყოს, მე და დათა დილით რომ გავიდოდით ხოლმე სახლებიდან… შევხვდებოდეთ ერთმანეთს მეტროს რომელიმე სადგურზე, რუსთაველზე ან თავისუფლებაზე, ფეხით ან ავტობუსით ავუყვებოდეთ გზას ჭავჭავაძისკენ, ვიყიდიდეთ ყავას ელა დეიდას საგაზეთო ჯიხურში თსუ-ის მეორე კორპუსის წინ, შევისეირნებდეთ უნივერსიტეტის შიდა, სკამებიან ეზოში და გავაბამდეთ საუბარს დღევანდელობაზე. რამდენჯერ გვიფიქრია და გვისაუბრია, რას გავაკეთებდით ხუთი […]