I said YES – ვარდობისთვის ამბები

DSCF08286

…დღემდე გრძელდება მოლოცვები. არადა, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ყველაზე მეტად შეყვარებულმა 3 წლის წყვილმა მარჯვენა არათითზე ბეჭდის წამოცმა გადაწყვიტა და სახალხოდ (არა, უფრო სახალხოდ) თქმა, რომ ერთმანეთი ძალიან უყვართ.

Continue reading

„სიყვარული შენით იწყება…“ – ქეთინო ილურიძის ბლოგი

12118821_10205510918827699_5156647344981270410_n

წლები მიიწევენ წინ. დრო თავნებაა, არავის და არაფერს ემორჩილება. ჩვენც უცნაურად გვეფინება გულზე, გონებასა და თვალებზე წლები. ვხვდები, გავიზარდე. ახლა უკვე სხვაგვარად ვფიქრობ, სხვაგვარად ვხედავ, სხვაგვარად ვაფასებ. ამედევნა და თან დამყვება ჩემი ბავშვობა (იქნებ, აქამდეც ასე იყო და ვერც კი ვამჩნევდი!). დამყვება და უამრავ წუთს მახსენებს…

ორი დღეა მარიამზე ვფიქრობ, მამაჩემის დედაზე. ვფიქრობ, როგორც ლიტერატურულ პერსონაჟზე (მინდა, დავჯდე და ვინმეს მოვუყვე. ჩემი შვილები?! ჯერ პატარები არიან. მოსწავლეები?! გადაირევიან, მშობლებს ეტყვიან, ბებიამისზე გვიყვებაო. მარიკა, ნანიკო, თამრიკო, ბადრი, გენადი?! ამათ ხომ ჩემზე კარგად იციან, როგორი იყო მარიამი… ამიტომ, ვიწყებ წერას!)… არასდროს დავურიგებივართ, არასდროს გაურეცხია ჩვენი ტანსაცმელი, არასდროს უფუსფუსია გაზქურასთან შვილიშვილების დასაპურებლად. თუმცა, რამდენ რამეზე დაგვაფიქრებს მისი ცხოვრება. 

Continue reading

Bullet Journal In my life

Bullet Journal ბევრისთვის უცხო ხილია. რაც ჩემი ერთგული „მდივანი“ გახდა, ხალხის მხრიდან ჩემი მისამართით სხვადასხვა მოსაზრებამ მოიყარა თავი: „აუ, ნეტა შენ, რა“; „არ გეზარება ხოლმეე?“, „მოცლილი ხარ, ვიღაცა ხარ…“ – არადა, მოცლილი ზუსტად მაშინ ვიყავი, როცა ეს არ მქონდა. არ ვიცოდი დანამდვილებით, როდის რა გამეკეთებინა. რამდენჯერ დავიწყე დიეტა და ვარჯიში და რამდენჯერ ჩავიქნიე ხელი, მხოლოდ იმის გამო, რომ ყოველდღიური მოტივაცია არ გამაჩნდა და სურვილების ყოველდღე მიზნობრივად დაგეგმვა არ შემეძლო.

KDSCF0743

ჩემი Bullet <3

Continue reading

კაცზე, რომელიც გვძულს – რუსოფობია

13903198_1160549814002927_378464026424182529_n

ამ უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ჩემს სიახლეებში სულ შავდათუაშვილის ჟესტი ტრიალებდა. უფრო მეტი აქებდა, ზოგი – დემაგოგობდა, ზოგი – თავს იმართლებდა, ამიტომ და ამიტომო. ბევრი წავიკითხე, ბევრიც – დამეზარა. და ახლა, როცა 8 აგვისტომაც გადაიარა, ბრინჯაომაც, რუსეთის მიმართ ხალხის მკაფიო აგრესიამაც (რასაც ყოველდღე, ყოველწამს ვგრძნობ) და მშვიდად ვზივარ ვორდპრესის ფანჯარასთან, ვუსმენ Fly me to the Moon-ს და ღამის სიწყნარით ვარ მონუსხული, თავისუფლად შემიძლია გავააანალიზო გასული ორი დღე და 8 წლის წინანდელი ამბები. 

Continue reading

ნუცას ამბებით გაჟღენთილი სერიალი – პირველი სეზონის შთაბეჭდილებები

ეს იყო ჩემი ერთ-ერთი პირველი შეფასება, როდესაც 8 ივნისს ”ფორმულა კრეატივის” ახალი სერიალი ”ხელოვნური სუნთქვა” ვნახე. ვერ გეტყვით, რომ ძალიან დიდი მოლოდინი მქონდა. თავიდან, როცა რუსთავი 2-ზე ბალახზე გაწოლილი პატარა გოგოს მონაკვეთს ატრიალებდნენ, ალუზიურად ”ბინდის საგის” ემოცია დამიტოვა და გავატარე. ყურების დიდი სურვილი არ გამჩენია. 

Continue reading